jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: IT პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: ალტე უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 16 მაისი / განცხადების ვადა: 15 ივნისი

ალტე უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას IT პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები/პასუხისმგებლობები:

** საპროექტო გუნდთან ერთად, პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა/განვითარების სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპზე ჩართულობა და მართვა;
** სტრუქტურული/საგანმანათლებლო ერთეულის მხრიდან კონკრეტულ ფუნქციონალზე არსებული პრობლემის დაფიქსირების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში მხარდაჭერის გაწევა;
** საჭიროების შემთხვევაში პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებელ კონტრაქტორ მხარესთან ("ვენდორთ"-თან) საკითხის დაფიქსირება და ამ საკითხის გადაჭრის მონიტორინგი;
** სტრუქტურული/საგანმანათლებლო ერთეულების მხრიდან დაფიქსირებულ ფუნქციონალურ ცვლილებასთან დაკავშირებული დაკვეთის მიღება, ტექნიკური დავალების სახით ფორმირება, კონტრაქტორი მხარისთვის მიწოდება;
** პროგრამული სახელმძღვანელოების შექმნა და მათი მუდმივი განახლება;
** სისტემის მომხმარებლებისათვის ტრენინგების ჩატარება;
** პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** პროცესის მფლობელისგან მიღებული დავალების საფუძველზე პროგრამულ უზრუნველყოფაში სხვადასხვა სახის ტექნიკური დავალებების შესრულება (მათ შორის, კონფიგურაციის შეცვლა, ახალი მომხმარებლის რეგისტრაცია და უფლებების გაწერა, მონაცემთა ბაზის შეგვირთვა, ახალი ჩანაწერის შექმნა და ა.შ.);

ძირითადი მოთხოვნები:

** IT პროექტების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** IT მიმართულებით, ხარისხის უზრუნველყოფის მხარდაჭერის სპეციალისტად, ან ბიზნეს ანალიტიკოსად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** Jira, Clickup, Trello ან სხვა მსგავს პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** სასწავლო პროგრამულ უზრუნველყოფებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისურ ენაზე ბიზნეს კომუნიკაციის შესაძლებლობა (როგორც საუბარი, ისე წერა);

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ადაპტაციის უნარი;
** სიახლეებისადმი ღიაობა;
** ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N2, ალტე უნივერსიტეტის კამპუსი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00სთ.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@alte.edu.ge და სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 15 ივნისი.

გაცნობებთ, რომ "ალტე უნივერსიტეტი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ გსურთ "ალტე უნივერსიტეტის" მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ შესაბამისი შინაარსის განცხადებით მიმართოთ "ალტე უნივერსიტეტს".

"ალტე უნივერსიტეტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |