jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ინფორმაციული ტექნოლოგიების პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: ციფრული მმართველობის სააგენტო
გამოქვეყნდა: 24 მაისი / განცხადების ვადა: 24 ივნისი

ორგანიზაციის შესახებ:

სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს მიზნები საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სახელმწიფო სერვისების მიწოდება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფაა. დღეის მდგომარეობით, სააგენტოს 40-ზე მეტი სერვისით სარგებლობს ათეულობით კერძო და საჯარო დაწესებულება.

სამუშაო პოზიციის დასახელება: ინფორმაციული ტექნოლოგიების პროექტების მართვისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის ინფორმაციული ტექნოლოგიების პროექტების მენეჯერი

ჩვენი სააგენტოს ფუნქციები სამი ძირითადი მიმართულებითაა განსაზღვრული:

** ციფრული მმართველობა;
** ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოება;
** ინფორმაციულ-ტექნოლოგიური მხარდაჭერა.

სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
თანამდებობრივი სარგო: განისაზღვრება კანდიდატის კომპეტენციისა და გამოცდილების შესაბამისად

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების დეპარტამენტის მართვაში არსებული მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემის (ინფრასტრუქტურა) შესწავლა, აღწერა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** სააგენტოს ინფრასტრუქტურაში ჩართული ორგანიზაციების სერვისების ბიზნეს ანალიზის დოკუმენტების შექმნა;
** მიმდინარე პროცესების ოპტიმიზაციის ფარგლებში დაფიქსირებული უზუსტობებისა და ხარვეზების ანალიზი. შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება სააგენტოს საქმიანობის ეფექტურობისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით;
** IT პროექტის ბიზნეს მოთხოვნების შეგროვება, დამკვეთთან ურთიერთობა;
** IT პროექტის დეტალიზებული და გაზომვადი მიზნების შემუშავება, აქტივობების, როლების, ბიუჯეტის და განხორციელების ვადების განსაზღვრა და დამკვეთთან შეთანხმება;
** პროექტით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელების გეგმის შემუშავება და დადგენილ ვადებში განხორციელების უზრუნველყოფა;
** პროექტის ბიუჯეტის მართვა;
** ტექნიკური დავალების და სხვა დოკუმენტაციის მომზადება;
** პროექტების მიზნების შესრულების მონიტორინგი, მიზნების შესრულების შესახებ რეპორტების მომზადება და შესაბამისი პირებისთვის წარდგენა;
** პროექტის რისკების მართვა და პროექტის ხარისხის კონტროლი;
** პროექტის გუნდის კოორდინაცია და მათთვის შესრულების ვადებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრა;
** პროექტის მიზნების შესრულებისა და პროგრესის შეფასების მიზნით სამუშაო შეხვედრების დაგეგმვა;
** პროექტის განხორციელებისთვის საჭირო რესურსების განსაზღვრა და მართვა;
** პროექტში ჩართულ მხარეებთან კომუნიკაცია, შეხვედრების ორგანიზება და საჭიროების შესაბამისად პროექტის მიზნების წარმართვა;
** კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა;
** მოთხოვნის შესაბამისად, ხელმძღვანელისთვის ანგარიშის წარდგენა მის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
** დასაქმებულის საქმიანობიდან გამომდინარე, ხელმძღვანელ (ებ)ის მითითებებისა და დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში ბიზნეს ანალიზისა და ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** IT პროექტების მართვის გამოცდილება;
** კვლევისა და ანალიზის გამოცდილება;
** სახელმძღვანელოების შექმნის გამოცდილება;
** ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციფიკის და პრაქტიკების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2);
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Outlook, Word, Excel, PowerPoint) კარგად ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** შედეგზე ორიენტაცია;
** პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
** გუნდური მუშაობა;
** მოქნილობა და ცვლილებებთან ადაპტირება;
** ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზი.

განაცხადის გაკეთება:

დაინტერესების შემთხვევაში, 02 ივნისის ჩათვლით, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - vacancy@dga.gov.ge
მეილის subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ინფორმაციული ტექნოლოგიების პროექტების მენეჯერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |