jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: შესყიდვების უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: ჩემი ოფისი
გამოქვეყნდა: 24 მაისი / განცხადების ვადა: 24 ივნისი

"ჩემი ოფისი" გახლავთ პრინტერების საბეჭდი მასალების წარმოებისა და გაყიდვების სფეროში ლიდერი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების სრულ სპექტრს, მათ შორის პროდუქციის ადგილზე მიწოდებას. იგი თანამშრომლობს წამყვან კომპანიებთან საქართველოს ბაზარზე. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ საიტს: https://myo.ge/

თუ გსურთ, რომ წარმატებულად დაიწყოთ თქვენი კარიერა, თუ თვლით, რომ ხართ მოტივირებული, კომუნიკაბელური და შედეგზე ორიენტირებული პიროვნება, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ვაკანსიას და დაინტერესების შემთხვევაში გამოეხმაუროთ.

"ჩემი ოფისი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების დეპარტამენტში შესყიდვების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები და გრაფიკი:

** თანამედროვედ აღჭურვილი სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** გრაფიკი: 09:00-დან 18:00, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით;
** ანაზღაურება: ფიქსირებული.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესასრულებელი სამუშაოების ადგილზე შესწავლას;
** ტრენინგებსა და სწავლებებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შემოსული მოთხოვნის შესაბამისად პროდუქციის მოძიება/შესყიდვა;
** მომწოდებლებთან შესყიდვასთან დაკავშირებული მოლაპარაკების წარმოება;
** შესყიდული პროდუქციის ტრანსპორტირების კოორდინირება;
** პროდუქციის ანალიზი, აქტიური და მოთხოვნადი პროდუქტების გამოვლენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია კანცელარიაში, ან დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია რუსული და ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სიახლეების სწრაფი ათვისების უნარი;
** მოტივირებული და კვალიფიკაციის ამაღლების სურვილი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: hr@myoffice.com.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "შესყიდვების უმცროსი სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |