jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გამავალი ზარის ოპერატორი
მომწოდებელი: ელიტ ელექტრონიქსი
გამოქვეყნდა: 24 მაისი / განცხადების ვადა: 24 ივნისი

სს "ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსის" 18 მაღაზიას მოიცავს. სს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის საუკეთესო ხარისხს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას. კომპანია მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდების Bosch-ის და Gorenje-ს ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში.

სს "ელიტ ელექტრონიქსის" ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია პერსპექტიული კანდიდატების შერჩევა, შემდგომში მათი პროფესიული ზრდა და განვითარება.

პოზიციის დასახელება: გამავალი ზარის ოპერატორი (ქოლცენტრი)
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი, არასრული განაკვეთი
შერჩევის ფორმა: გასაუბრება

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთან გამავალი ზარის განხორციელება მომხმარებლის მიერ შეძენილი ნივთის მისამართზე მიწოდების დროის და სხვა დეტალების დაზუსტების მიზნით
** მიღებული ინფორმაციის პროგრამული რეგისტრაცია
** გამავალი ზარის საშუალებით მომხმარებლისთვის ნივთის მიწოდების ვადების შესახებ ინფორმაციის მიწოდება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია)
** აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)

პიროვნული მახასიათებლები: ეფექტური მოსმენისა და პრობლემების გადაჭრის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobsho@elitelectronics.ge. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის წარმოების მიზნით.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |