jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ხაჭაპურის, ცომეულის მცხობელი
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 24 მაისი / განცხადების ვადა: 24 ივნისი

კომპანია "ზღაპარი" 2006 წელს შეიქმნა, დღეს ჩვენი ქსელი 47 მარკეტს აერთიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.

ზღაპრისათვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.

თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენგანი ხართ, შემოგვიერთდით, ხაჭაპურის, ცომეულის მცხობლის პოზიციაზე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ზემო ფონიჭალის ასახვევი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი 08:00-17:00 სთ
** დასვენების დღე: კვირა
** ანაზღაურება: დღეში 55₾ + პროცენტი გაყიდვებიდან

ძირითადი მოვალეობები:

** საფუვრიან/ფენოვან და ნახევრად ფენოვან ცომთან მუშაობ;
** ცხობის პროცესის სრული ციკლის მართვა;
** დახლების რეგულარული შევსება პროდუქციის სხვადასხვა სახეობით;
** პროდუქციის იერსახის, ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი;
** სისუფთავის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უპირატესობა მიენიჭება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატს.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** შრომისმოყვარეობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოწესრიგებულობა.

შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: 577 23 33 25

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ სივი შემდეგ ელმისამართზე: hr@zgapari.ge.

გაცნობებთ, რომ "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |