jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: კლინიკა მედი
გამოქვეყნდა: 24 მაისი / განცხადების ვადა: 24 ივნისი

კლინიკა "მედი" საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს, იგი წარმატებულად წარმოადგენს ცნობილი ესთეტიკური ინოვაციების კლინიკათა ქსელს "მედი-ესთეტიკს" საქართველოში.

კლინიკაში წარმოდგენილია ესთეტიკური მედიცინის სრული სპექტრი:

** პლასტიკური ქირურგია, კოსმეტოლოგია, სტომატოლოგია.
** სასტუმრო Magnika Resort & Spa შეკვეთილში, ზღვასთან ახლოს, მაგნიტური ქვიშის სანაპიროზე მდებარეობს, გამოირჩევა ულამაზესი ხედებით, სუფთა ჰაერითა და ზომიერი კლიმატით.
** სასტუმროში წარმოდგენილია 42 თანამედროვე კომფორტული ნომერი, 5 ვილა, ღია აუზი, სპორტული დარბაზი, რესტორნები, ბარი, სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი.

კლინიკა "მედი" და სასტუმრო "მაგნიკა" აცხადებს ვაკანსიას ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ თვითრეალიზაციისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად;
** გექნებათ ჯანმრთელობის დაზღვევა;
** მომხიბვლელი ფასდაკლებები კლინიკა მედის პროცედურებზე თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებისთვის;
** ოფისები უზრუნველყოფილია ყავის აპარატით, ყავითა და შაქრით;
** წელიწადში ხუთჯერ კლინიკისგან სასაჩუქრე ქულები;
** საჩუქარი დაბადების დღეზე;

სამუშაო გრაფიკი:

5 სამუშაო დღე, ხუთშაბათი და პარასკევი დასვენება- 09:30-18:00 სთ.
ანაზღაურება 800 ლარი.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს თანამშრომლების მუშაობის, დისციპლინისა და შინაგანაწესის დაცვის კუთხით ვიდეო კონტროლი;
** სასტუმროს თანამშრომელთა გარეგნული იერის კონტროლი;
** სასტუმროს ვიდეო მონიტორინგის შესახებ ყოველდღიური რეფორთინგი;
** სასტუმროს თანამშრომლების გრაფიკებისა და საშვების სისტემის შესაბამისობის კონტროლი;
** სასტუმროს ვიდეო მონიტორინგი, ხარვეზების გამოვლენა.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;

საქმიანი თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხი;
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** კრიტიკული აზროვნება.
** ორგანიზებულობა;
** სხარტი აზროვნების უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@medi.ge 2024 წლის 24 ივნისამდე, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:

** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
** გასაუბრება;



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |