jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: Citrus.ge
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

"Citrus.ge" - ქართული ინოვაციური პროექტია, რომლის მთავარი მიზანი ქართველი მომხმარებლისთვის მათ სურვილებზე მორგებული ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობის სასიამოვნო გამოცდილების შექმნა და ონლაინ შოპინგის მარტივი პროცესის ორგანიზებაა. Citrus.ge - ზე ხელმისაწვდომია 40 000 - ზე მეტი დასახელების უნიკალური პროდუქტი, 300 პარტნიორი კომპანიისგან.

კომპანია "ციტრუსი" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

რისი კეთება მოგიწევს:

** შემომავალ ზარებზე პასუხი, საჭიროებისამებრ შესაბამის განყოფილებასთან დროული გადამისამართება;
** მომხმარებელთათვის მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვით კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა და დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება;
** კომპანიის ვებგვერდებზე სარეალიზაციოდ წარმოდგენილი პროდუქციის ცოდნა და მომხმარებლისთვის პროდუქტებსა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება;
** პრობლემური შემთხვევების ეფექტური მართვა;
** პარტნიორი საკურიერო კომპანიასთან კომუნიკაცია, საჭირო ინფორმაციის მოძიება და მომხმარებლის ინფორმირება.

რისი ცოდნა დაგჭირდება დაგჭირდება:

** იყო დამამთავრებელი კურსის სტუდენტის ან გქონდეს სრული უმაღლესი განათლება;
** მომსახურების სფეროში, ქოლცენტრში / მომხმარებელთა მხარდაჭერის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
** გამართული მეტყველება/წერილობითი კომუნიკაცია;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.

საჭირო უნარები:

** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი.

სამუშო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 6 დღე (შაბათი მოკლე სამუშაო დღე)
** ანაზღაურება: ფიქსირებული 800 ლარი (ხელზე ასაღები)

ჩვენ ასევე გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის თანადაფინანსებით;
** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს, სადაც შესაძლებლობები ყველა თანამშრომლისათვის თანაბარია;
** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: join@citrus.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი". დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრების ეტაპისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.citrus.ge

თქვენს მიერ რეზიუმეს გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", საქართველოს კანონის შესაბამისად, შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. ანიჭებთ შპს ციტრუსს" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;

"ციტრუსი" კანდიდატთა შერჩევას ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |