jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: 1C პროგრამის ოპერატორი
მომწოდებელი: ფავორიტი სტილი
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

"ფავორიტი სტილი" - ყველაზე მსხვილი პოლიგრაფიული საწარმოა ამიერკავკასიაში. კომპანია 30 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ფავორიტი სტილის მრავალფეროვანი მომსახურების არეალი ხელს უწყობს მეტი სამუშაო ადგილის შექმნას და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას.

"ფავორიტი სტილის" პრიორიტეტი თანამშრომლებზე ზრუნვა და მათთვის კომფორტული გარემოს შექმნაა. კორპორაციული კულტურის განვითარებით იწყება წარმატების ისტორია.

შემოგვიერთდი და ერთად შევქმნათ წარმატების ისტორია!

კომპანია "ფავორიტი სტილი" ეძებს გუნდის ახალ წევრს 1C პროგრამის ოპერატორის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიულ ზრდას,
** მეგობრულ სამუშაო გარემოს და მხარდაჭერას განვითარების ყველა ეტაპზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აბელ ენუქიძის #5
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** 1C 8.3 მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური
** დეტალებზე ორიენტირებული
** პუნქტუალური
** შრომისმოყვარე

ფუნქცია-მოვალეობები:

** წარმოების დოკუმენტების გატარება;
** მარაგების გადაადგილების დოკუმენტების შექმნა;
** საწყობების მინუსების კონტროლი პროგრამულად;
** რეალური ნახარჯი მასალების სწორად ასახვა პროგრამულად;
** კონტრაგენტების შექმნა;
** ნომენკლატურების შექმნა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების დამუშავება და შესრულება;

დამატებითი ბენეფიტები:

** განვითარების შესაძლებლობა;
** 50%-იანი თანადაფინანსება კვებაზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** FitPass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@phfavorite.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ შპს ფავორიტმა სტილ -მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

შპს "ფავორიტი სტილი" მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |