jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: არქი
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

ჩვენ ვართ "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

არქიში მონდომებულ, პოზიტიურ, ენერგიულ გაყიდვების აგენტს ვეძებთ.

სამუშაო ადგილი: ცენტრალურ უბანში მდებარე სავაჭრო ცენტრი
სამუშაო განაკვეთი: სრული - მცოცავი გრაფიკი

გაყიდვების წარმომადგენლის ძირითადი ფუნქციები იქნება:

** პოტენციური მომხმარებლის დაინტერესება და მოზიდვა;
** დაინტერესებული მომხმარებლისთვის გასაყიდი ქონების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლების კმაყოფილებაზე ზრუნვა;
** ბაზრის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება ახალი კლიენტების მოზიდვის მიზნით;
** მომხმარებელთა ბაზის მუდმივი განახლება და შესაბამის პროგრამაში აღრიცხვა;
** გაყიდვებთან დაკავშირებულ, სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** აუცილებელია ინგლისური და/ან რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

ჩვენ კი გთავაზობთ:

** პოზიტიურ, კომფორტულ და სტაბილურ გარემოს;
** საინტერესო საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
** ანაზღაურების ძალიან ეფექტიან სისტემას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას, მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2024 წლის 20 ივლისის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |