jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მოლარე-მიმტანი, სუ-შეფი, ჭურჭლის მრეცხავი/დამლაგებლი
მომწოდებელი: ბარი ბაითი
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 21 ივლისი

ბარი "Bite/ბაითი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-მიმტანის, სუ-შეფისა და ჭურჭლის მრეცხავი/დამლაგებლის პოზიციებზე ქ. თბილისში (ლოკაცია - ბარათაშვილის გამზირი)

1) მოლარე-მიმტანი

ჩვენ გთავაზობთ:

** ხელფასი - 750 ლარი + ბონუსი
** გრაფიკი - კვირაში 5 დღე, 6 საათიანი სამუშაო გრაფიკი;
** განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას;
** გუნდურ, აქტიურ, დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად, სიახლეების შექმნაში ჩართვის შესაძლებლობას

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრისთვის მენიუს გაცნობა, შეკვეთების მიღება და დროული მომსახურების უზრუნველყოფა;
** მიღებული შეკვეთების მიხედვით სამზარეულოსთან დროული და ორგანიზებული კომუნიკაცია;
** საჭიროების შემთხვევაში მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების პროცესის შესახებ სტუმრების ინფორმირება;
** ზოგადი ჰიგიენური ნორმებისა და დისციპლინის დაცვა;
** მაგიდების მოწესრიგება და სერვირება მიღებული სტანდარტის შესაბამისად

კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები/უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარი;
** უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად
** დეტალებზე ორიენტირებული.

2) სუ-შეფი

ჩვენ გთავაზობთ:

** ხელფასი - 1200
** გრაფიკი - კვირაში 5 დღე, 6-საათიანი სამუშაო გრაფიკი;
** განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას;
** გუნდურ, აქტიურ, დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად, სიახლეების შექმნაში ჩართვის შესაძლებლობას

მოვალეობები:

** დაეხმაროს უშუალო ხელმძღვანელს ყოველდღიურ საქმიანობაში;
** მიიღოს აქტიური მონაწილეობა მენიუსთვის ახალი კერძების შექმნაში;
** ეფექტურად მართოს გუნდი კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
** ზედამხედველობა გაუწიოს სამზარეულოს გუნდს;
** აწარმოოს საჭირო პროდუქციის ხარჯთაღრიცხვა;
** დანაკარგის შემცირების/პრევენციის მიზნით რეგულარულად გადაამოწმოს ინვენტარი და ყოველთვიურად აწარმოოს შესაბამისი დოკუმენტი;
** უზრუნველყოს ადმინისტრაციული პროცედურების გატარება;
** აქტიურად ჩაერთოს HACCP სისტემის, კონტროლისა და დოკუმენტაციის შევსების პროცესში;
** აკონტროლოს მარაგების ოპტიმალური მოხმარება;
** მონაწილეობა მიიღოს ყოველთვიურ ინვენტარიზაციაში

საჭირო უნარები და მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი

დამატებითი სარგებელი:

** პროფესიული განვითარება;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** ტრანსპორტირება ღამის საათებში;
** კვება;
** სპეციალური ფასი თანამშრომლებისთვის.

3) ჭურჭლის მრეცხავი/დამლაგებელი

სამუშაო გრაფიკი: 10 საათი, კვირაში 5 დღე.
ანაზღაურება: 800 ლარი.

მოვალეობები:

** ბარის ტერიტორიის დასუფთავება სტანდარტების მიხედვით
** ინვენტარის სისუფთავის შენარჩუნებაზე ზრუნვა
** სამზარეულოს ინვენტარის აღრიცხვა (ტაფა, თეფში, ჭიქა, ფინჯანი და სხვა);
** ყველა სარეცხი საშუალებისა და მათი გამოყენების წესების შესახებ ინფორმაციის ფლობა;
** ინსტრუქციების დაცვა (სანაგვე ყუთის დაცლა, ჭიქების რეცხვა და ა.შ.);
** სარეცხი მოწყობილობების სწორად გამოყენება;
** სარეცხი საშუალების საჭირო რაოდენობის კონტროლი;
** სამუშაო ადგილას სისუფთავის დაცვა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნეთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: barbitetbilisi@gmail.com 2024 წლის 21 ივლისის ჩათვლით. სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |