jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ინტელექსპრესი
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

ერთადერთი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა "ინტელიექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე სათავო ოფისში თბილისში:

თუ გსურთ გახდეთ საერთაშორისო ჰოლდინგის მეგობრული გუნდის წევრი, რომელიც 50-ზე მეტი ფილიალით არის წარმოდგენილი საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებში და ემსახურება 1 000 000-ზე მეტ მომხმარებელს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში, გაეცანით ვაკანსიის პირობებს.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ჩუღურეთი, აღმაშენებლის გამზ. 61, ბიზნეს ცენტრი "მოზაიკა".
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 40 სთ (5 სამუშაო დღე)
ანაზღაურება: ფიქსირებული, 1 250 ლარი (გროს თანხა / გადასახადების ჩათვლით)
ბონუსი: ყოველთვიური / შედეგებზე დამოკიდებული, ხელფასის 30-50% (გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ)
გამოსაცდელი ვადა: 2 თვე (ანაზღაურებადი)
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა / პროფესიული განვითარება

სამუშაოს აღწერილობა:

** მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია და ინფორმაციის მიწოდება კომპანიის სიახლეების, აქციების, პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ;
** მომხმარებელთა საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების შეთავაზება;
** მომხმარებლების პროცედურული მხარდაჭერა;
** შესაბამის სისტემაში მომხმარებელთა კომუნიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის შეყვანა/განახლება;
** საფინანსო პროდუქტების რეალიზაციის გეგმების შესრულება (გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ).

აუცილებელი მოთხოვნები:

** მომხმარებლებთან ურთიერთობის ან/და გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია საბანკო სფეროში);
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ქართული ენის გამართული ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** საქმის ვადებში შესრულების უნარი.

გაგვიზიარეთ თქვენი მონაცემები ელფოსტაზე: vacancy@intelexpress.ge (სათაურში მიუთითეთ "გაყიდვების სპეციალისტი")

ან მიჰყევით შემდეგ ლინკს: www.helio-ai.com/apply/lv7gm0n4jx1w2nqb?src=jobs.ge

"ინტელიექსპრესი" გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |