jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ღამის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ტერმინალი
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

"ტერმინალი" არის მულტიფუნქციური სამუშაო სივრცე მათთვის, ვისი მიზანიც პროგრესი და განვითარებაა.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://www.terminal.center/

შემოუერთდი ჩვენს გუნდს ღამის ადმინისტრატორის პოზიციაზე. ამ პოზიციისთვის ვეძებთ მეგობრულ და მომხმარებლებზე ორიენტირებულ კანდიდატებს, რომლებიც მზად არიან ენთუზიაზმით დახვდნენ სტუმრებს და მონაწილეობა მიიღონ სივრცის ყოველდღიურ პროცესებში.

მისამართი: თბილისი, ვაკე, ი. აბაშიძის ქ. N34
სამუშაო საათები: 21:00 PM-09:00 AM, 15 სამუშაო ღამე თვის განმავლობაში

ძირითადი მოვალეობები:

** სივრცის წევრებისა და ვიზიტორების მიღება;
** თანხის მიღება, გადახდის გატარება და შესაბამისი პროცედურის წარმართვა;
** ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება - დოკუმენტაციის წარმოება, კორესპონდენციის მართვა;
** პროგრამული გატარებების უზრუნველყოფა;
** სივრცის წევრებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების დადგენა და მეგობრული/სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნაზე ზრუნვა;
** გუნდის მხარდაჭერა სხვადასხვა აქტივობებში.

ვეძებთ კანდიდატს, რომელიც არის:

** მომხმარებლებზე ორიენტირებული;
** მეგობრული;
** შეუძლია კომუნიკაცია ინგლისურად;
** შეუძლია გუნდური მუშაობა.

დამატებითი ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სავალდებულო საპენსიო შენატანის უზრუნველყოფა.

თუ ეს ყველაფერი თქვენთვის საინტერესოა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career@terminal.center სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება (ღამის ადმინისტრატორი) რომელზეც აგზავნით განაცხადს.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება მხოლოდ შერჩევის პროცესთან დაკავშირებული მიზნებისთვის.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |