jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: Retailer
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

კომპანია "Retailer" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანიის პროდუქციის ასორტიმენტი იხილეთ აქ: http://www.retailer.ge

კომპანიის შესახებ:

2014 წლიდან პროფესიონალურად არის დაკავებული მაღაზიების დიზაინის შემუშავებით, პროექტირებით, მერჩენდაიზინგით, სავაჭრო აღჭურვილობის და POS მასალების გაყიდვით.
საქართველოში სავაჭრო აღჭურვილობისა და POS მასალების ყველაზე დიდი მაღაზია.
POS მასალების და ფასმაჩვენებლის დამჭერების სეგმენტში ლიდერი კომპანია.

იყიდება ყველა ტიპის სავაჭრო აღჭურვილობა მაღაზიებისთვის.

კომპანიის ვებ-გვერდები:

http://www.retailer.ge
http://www.4sales.ge
https://urikebi.ge

ვაკანსიის აღწერა:

** ხელფასი: გამოსაცდელ პერიოდში თვეში 800 ლარი, გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ თვეში 1000 ლარი.
** გამოსაცდელი პერიოდი - 2 თვე (ანაზღაურებადი)
** დამატებით ირიცხება ყოველთვიური ბონუსი (დეტალურად განიხილება გასაუბრებაზე)

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
სამუშაო ადგილი: მაღაზია Retailer, ბელიაშვილის ქუჩა # 43, ქ.თბილისი.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის საიტებზე ინფორმაციის განახლება (ტექსტური, ფოტო კონტენტი)
** სოციალური ქსელების მართვა და განვითარება (Facebook, Instagram, Linkedin, Youtube)
** ჩართულობა კომპანიის ვიდეო და ფოტო კონტენტის შექმნაში
** ჩართულობა სარეკლამო მასალების შექმნაში: კატალოგი, პრეზენტაცია, პორტფოლიო, ბანერი და სხვ.
** ონლაინ კონსულტაცია სოციალურ ქსელებსა და ვებ-გვერდებზე
** ხელმძღვანელის მიერ დასახული ამოცანების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, კომუნიკაციების, სოციალური მეცნიერებების სფეროში
** სასურველია აღნიშნულ ან მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, გამართული წერითი უნარი
** რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (მინ B1)
** პროგრამების ცოდნა: Photoshop, MS Office

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დისციპლინირებული, პუნქტუალური
** შრომისმოყვარე, ორგანიზებული

დაინტერესების შემთხვევაში CV გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: contact@retailer.ge. "Subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |