jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორი
მომწოდებელი: არქი
გამოქვეყნდა: 1 ივლისი / განცხადების ვადა: 14 აგვისტო

კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. ჩვენ უკვე წარმატებით დავასრულეთ 47 პროექტი და ამჟამად გვაქვს 19 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

"არქი"-ში ვეძებთ ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:

** დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულებისა და თანამშრომლების მართვა/კოორდინირება;
** სამშენებლო პროცესის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიური ციკლის განსაზღვრა;
** სამშენებლო სამუშაოების შესრულების კონტროლის მექანიზმების შექმნა და დანერგვა;
** სამშენებლო მასალების, პროცესების და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა;
** სატენდერო ტექნიკური დოკუმენტაციის დამუშავება, შესაბამისი სამშენებლო ნორმატიული აქტების გათვალისწინებით;
** არქიტექტურული ნაწილის პროექტირების პროცესში მონაწილეობის მიღება, საპროექტო ჯგუფის კონსულტირება ტექნიკურ საკითხებში;
** სამშენებლო და საინჟინრო პროცესის მონიტორინგი;
** რეგულარული რეპორტინგი გენერალურ დირექტორთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საინჟინრო მიმართულებით;
** აუცილებელია ტექნიკური მიმართულებით მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** MS Office-ის პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2024 წლის 14 აპრილის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. ჩვენ უკვე წარმატებით დავასრულეთ 47 პროექტი და ამჟამად გვაქვს 19 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

"არქი"-ში ვეძებთ ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:

** დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულებისა და თანამშრომლების მართვა/კოორდინირება;
** სამშენებლო პროცესის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიური ციკლის განსაზღვრა;
** სამშენებლო სამუშაოების შესრულების კონტროლის მექანიზმების შექმნა და დანერგვა;
** სამშენებლო მასალების, პროცესების და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა;
** სატენდერო ტექნიკური დოკუმენტაციის დამუშავება, შესაბამისი სამშენებლო ნორმატიული აქტების გათვალისწინებით;
** არქიტექტურული ნაწილის პროექტირების პროცესში მონაწილეობის მიღება, საპროექტო ჯგუფის კონსულტირება ტექნიკურ საკითხებში;
** სამშენებლო და საინჟინრო პროცესის მონიტორინგი;
** რეგულარული რეპორტინგი გენერალურ დირექტორთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საინჟინრო მიმართულებით;
** აუცილებელია ტექნიკური მიმართულებით მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** MS Office-ის პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2024 წლის 14 ივლისის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |