jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ზუმერი
გამოქვეყნდა: 1 ივლისი / განცხადების ვადა: 1 აგვისტო

კომპანია "ზუმერი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალში კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი

ზუმერი გთავაზობთ:

** მოქნილ სამუშაო გრაფიკს: დღეში 8 საათი, კვირაში 5 დღე (სურვილის შესაბამისად, შესაძლებელია დასვენების 2 დღის შეთანხმება)
** მაღალ და ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას, საწყის ეტაპზე, 3-6 თვის მანძილზე 1000 ლარს და მეტს;
** კარიერული წინსვლისა და რეალური დაწინაურების შესაძლებლობას, 3-6 თვის შემდეგ დაწინაურებასა და ანაზღაურებას 1800 ლარს ან/და მეტს;
** სტუდენტებისთვის სწავლის სრული დაფინანსების შესაძლებლობას;
** წლის ბოლოს, ფილიალებში ყველაზე კარგი შედეგების მქონე თანამშრომლების ევროპაში მოგზაურობას, კომპანიის სრული დაფინანსებით.
** ციფრული ტექნიკისა და გაყიდვების კომპლექსურ სწავლებას, როგორც შიდა ტრენერების, ასევე მოწვეული ტრენერების ტრენინგების საშუალებით.
** მრავალფეროვან წახალისების სისტემას;
** დამატებით ბონუსებს, როგორც ყოველთვიურად, ასევე სამ თვეში ერთხელ;
** სხვადასხვა კორპორატიულ აქტივობებს: სპორტულ და გასართობ აქტივობებს, ინტელექტუალურ თამაშებს, მოწვეულ სპიკერებს აქტუალური თემების გათვალისწინებით და ა.შ.
** ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის დაფინანსებით.
** სხვადასხვა ტრენინგებსა და კურსებს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;

ძირითადი მოთხოვნები:

** ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ და ორგანიზებულ ადამიანებს;
** ციფრული ტექნიკის ცოდნა აუცილებელი არ არის, სურვილი და ინტერესი საკმარისია დანარჩენს ჩვენ გასწავლით;
** მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება სასურველია;
** მნიშვნელოვანია გამართული პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა აუცილებელია.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის მიერ შერჩეული პროდუქტის ტექნიკური შემოწმება;
** კომპანიის სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
** გაყიდული პროდუქტის შესახებ საგარანტიო პირობების გაცნობა მომხმარებლისთვის;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: vacancy@zoommer.ge. გთხოვთ, გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება ადგილმდებარეობასთან ერთად: "კონსულტანტი ბათუმში".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

წარმატებას გისურვებთ!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |