jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: IT დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ჯი-თი მოტორსი
გამოქვეყნდა: 1 ივლისი / განცხადების ვადა: 1 აგვისტო

კომპანია "ჯი თი მოტორსი", საავტომობილო ბრენდების - Jaguar, Land Rover, Ford, Suzuki, BMW და Mini ოფიციალური წარმომადგენელობა საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას IT დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

დაქვემდებარება: საოპერაციო დირექტორი
სამუშაო საათები/დღეები: ორშაბათ-პარასკევი: 10:00-18:00; ყოველი მეორე შაბათი: 10:00:-18:00
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #155

IT დეპარტამენტის ხელმძღვანელის ძირითად მიზანია კომპანიაში ინფორმაციული ტექნოლოგიების გამართულობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე შესაბამისი სტრატეგიების შემუშავება და დანერგვა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის IT სტრატეგიის განსაზღვრა, შესაბამისი პოლიტიკის და გეგმის შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი
** კომპანიის ქსელების, სერვერების, მონაცემთა ბაზების მართვა, VOIP ტექნოლოგიების და ქსელური აპარატურის მართვა
** IT მხარდაჭერის სპეციალისტის (ჯგუფის) მართვა და მომხმარებელთა ტექნიკური პრობლემების გადაწყვეტა
** IT მხარდაჭერის პროცედურების განსაზღვრა და მონიტორინგი
** ტექნიკური უზრუნველყოფებისა და სერვისების მართვა (სერვისის დიაგნოსტიკური აპარატურა, სამეთვალყურეო კამერები, შოურუმის მონიტორები, ტესტ-დრაივის ვიდეო მონიტორები)
** IT სისტემების რეგულარული განახლება და მონიტორინგი
** ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრა და დაცვა
** უსაფრთხოების სისტემების განახლება და მონიტორინგი
** IT ბიუჯეტის განსაზღვრა და მართვა
** IT რესურსების ოპტიმიზაცია და ხარჯების კონტროლი
** IT სერვის პროვაიდერების მართვა: კომუნიკაცია, დავალებების გადანაწილება და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი
** ახალი ტექნოლოგიების კვლევა და დანერგვა
** CCTV და დაშვების სისტემების გამართულობის უზრუნველყოფა და კონტროლი
** IT ტრენინგების და სასწავლო პროგრამების ორგანიზება
** ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია და ოპტიმიზაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვა საჭირო კომპეტენციები:

** უმაღლესი განათლება IT-ის განხრით
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი
** Windows სერვერების მართვის გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი
** ვირტუალიზაციის სისტემებთან VMWare, ESXI-სთან მუშაობის გამოცდილება
** ქსელების მაღალ დონეზე ცოდნა (fortigate, MikroTik, TCP/IP, LAN, IPsec, VPN, DHCP, DNS);
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
** ინგლისური ენა - B2 დონე
** რუსული ენა - B1 დონე

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის (ვერბალური და წერილობით) უნარი ;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
** მობილურობა
** გუნდური მუშაობის უნარი

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@gtmotors.ge და ელექტრონული წერილის Subject ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |