jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: გასტრონომი
გამოქვეყნდა: 1 ივლისი / განცხადების ვადა: 25 ივლისი

"GASTRONOME GROUP"-ი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით, კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by Gastronome და ოთხი რესტორნით. სულ ცოტა ხნის წინ კი მომხმარებელს შევთავაზეთ, ახალი ქვებრენდი Brunch By Gastronome, რომელიც მომხმარებელს ექსკლუზიურად გასტრონომის პროდუქციით შექმნილ Take away მენიუს სთავაზობს.

ვებგვერდზე: https://gastronome.ge/
Facebook: https://www.facebook.com/gastronomegroupgeo
Instagram: https://www.instagram.com/gastronome_georgia/

GASTRONOME-ის გუნდში ვეძებთ თანამშრომელს დისტრიბუტორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთების გამზადება წინასწარ გაწერილი რაოდენობების, პოზიციების მიხედვით;
** წინასწარ განსაზღვრულ მისამართებზე პროდუქციის გადატვირთვა;
** ზედნადების მიხედვით შეკვეთების მითვლა/მიწონვა და მანქანის დატვირთვა;
** ობიექტების მომარაგება გაწერილი გეგმისა და მარშრუტის მიხედვით;
** ავტომანქანის სისუფთავისა და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** სასურველია დისტრიბუტორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

აუცილებელია აპლიკანტი აკმაყოფილებდეს სადაზღვევო კომპანიის მიერ დაწესებულ მოთხოვნებს:

** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** ავტომობილის მართვის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;

ანაზღაურება: 1200 ლარი + კვარტალური ბონუსი
ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება კანონმდებლობის შესაბამისად.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე
ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა: 3 თვის შემდეგ

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 25 ივლისამდე შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge. სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ (შპს სილქ გასტრონომი) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |