jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ტუროპერატორის ონლაინ კურსის ტრენერი
მომწოდებელი: ბიემსისი ცენტრი
გამოქვეყნდა: 1 ივლისი / განცხადების ვადა: 1 აგვისტო

"ბიემსისი ცენტრი" განათლების ციფრული პლატფორმაა, ცენტრი აერთიანებს სხვადასხვა მიმართულების ყველაზე მოთხოვნად ონლაინ კურსებს. მომხმარებელს სთავაზობს კეთილმეგობრულ გარემოსა და სწავლების უახლეს მეთოდებს.

"ბიემსისი ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ტუროპერატორის ონლაინ კურსის ტრენერის პოზიციაზე.

ტრენერის ძირითადი მოვალეობები:

** სასწავლო პრაქტიკული პროგრამის შემუშავება და განხორციელება.
** სილაბუსის და შეფასების სისტემის შექმნა, განვითარება.
** სასწავლო პროცესების კოორდინირება და შედეგების მონიტორინგი
** ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია მსმენელთათვის სასწავლო პროგრამის გაუმჯობესების მიზნით
** სფეროში არსებული სიახლეების ინტეგრაცია სასწავლო პროგრამაში და მსმენელთათვის გაზიარება
** ონლაინ შეხვედრებთან ერთად პრაქტიკული დღეების ორგანიზება და შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება, ტუროპერატორის პოზიციაზე
** უმაღლესი განათლება ტურიზმის მიმართულებით, სასურველია
** პროგრამა "ამადეუსი"-ს ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** აუდიტორიის მართვის უნარი;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას
** მზარდ ანაზღაურებას
** კეთილმეგობრულ გარემოს

სამუშაო ადგილი: დისტანციური.
ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ პირობებს და დაინტერესებული ხართ აღნიშნული პოზიციით გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: jobsbmcc@gmail.com. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ტუროპერატორის ონლაინ კურსის ტრენერი".



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |