jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: თერმორუმი
გამოქვეყნდა: 1 ივლისი / განცხადების ვადა: 1 აგვისტო

კომპანია "თერმორუმი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

კომპანია "თერმორუმი" 8 წელია საქართველოს ბაზარზე. ის ერთ-ერთი ლიდერია გათბობის, ვენტილაციის, კონდიცირებისა და წყალმომარაგების სფეროში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მოწინავე ევროპული მწარმოებლების უმაღლესი ხარისხის პროდუქციას; კომპანია თერმორუმის პროდუქციისა და სერვისის შეთავაზებებით სარგებლობენ მსხვილი სამშენებლო კომპანიები: ორბი, გრავიტა, m2, ანაგი. მისი კლიენტები აგრეთვე არიან თბილი სახლი, ნოვა, დომინო და სხვა.

თერმორუმის მისიაა მომხმარებელს შევთავაზოთ მათი კომფორტისათვის აუცილებელი მაღალი ხარისხის პროდუქცია, რომელსაც აწარმოებენ მსოფლიოს ლიდერი კომპანიები. მისი მიზანია ბაზარზე დავამკვიდროთ ენერგოეფექტური და ინოვაციური პროდუქცია.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს https://trm.ge/

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის დასაწყობება არსებული წესების შესაბამისად;
** პროდუქციის დროულად დათვლა, აღრიცხვა;
** საწყობში შეკვეთების მომზადება;
** მომარაგების მანქანის დატვირთვა/დაცლა;
** შეატყობინოს ხელმძღვანელს მიღებულ პროდუქციაში დეფექტური და წუნდებული საქონლის არსებობის შესახებ;
** მატერიალური ფასეულობების აღწერაში მონაწილეობის მიღება;
** მომსახურების სტანდარტების, დისციპლინარული და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე;
** წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა);

სამუშაო განრიგი:

** სამუშაო ადგილი: ქართულ-ამერიკული მეგობრობის 37 (ამერიკის საელჩოსთან)
** სამუშაო დღეები: 6 დღე
** სამუშაო საათების რაოდენობა: კვირაში 40 საათი

უნარ-ჩვევები:

** ფიზიკურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოწესრიგებულობა და კომპანიაში არსებული სტანდარტების დაცვა.

ანაზღაურება: 1325 ლარი (ხელზე ასაღები თანხა) + ბონუსის გამომუშავების შესაძლებლობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ CV გადმოაგზავნოთ ჩვენს საკონტაქტო ელფოსტაზე: hr@thermorum.ge. გთხოვთ, subject ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება

გისურვებთ წარმატებებს!

აპლიკაციის HR@Thermorum.ge-ზე გამოგზავნით გამოვხატავ თანხმობას ნებაყოფლობით და ვაძლევ უფლებას შპს "თერმორუმს", რომ მიიღოს და დაამუშაოს ჩემ მიერ მიწოდებული ჩემი პერსონალური მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტები, მათ შორის, ბიომეტრიული ინფორმაცია (ჩემი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ან სხვა დოკუმენტი თუ ინფორმაცია). მე ვაცნობიერებ, რომ ზემოთ აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების ხასიათიდან გამომდინარე, გამოცხადებულ ვაკანსიებზე ჩემი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, ვაცხადებ თანხმობას, რომ ჩემი პერსონალური (მათ შორის, ბიომეტრიული და განსაკუთრებული კატეგორიის) მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდეს 1 წლის ვადით, ვაცნობიერებ რა, რომ ეს ვადა საჭიროა ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევისათვის, ასევე სამომავლოდ, სხვა ვაკანტურ პოზიციებზე ჩემი კანდიდატურის განსახილველად.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |