jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მძღოლ-დისტრიბუტორი
მომწოდებელი: ტეტრაპროდუქტი
გამოქვეყნდა: 1 ივლისი / განცხადების ვადა: 1 აგვისტო

იმპორტიორი სადისტრიბუციო კომპანია შპს "ტეტრაპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე.

შპს "ტეტრაპროდუქტი" არის ერთ-ერთი წამყვანი იმპორტიორი კომპანია, რომელიც ოპერირებს საქართველოში 2011 წლიდან. კომპანია ახორციელებს ათეულობით სახეობის პროდუქტის იმპორტს და მოიცავს როგორც თბილისს ასევე რეგიონებს. ჩვენი კომპანია გთავაზობთ კონკურენტულ სამუშაო გარემოსა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს. თუკი გსურთ იყოთ აქტიური და საინტერესო გუნდის ნაწილი, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ შემდეგ ინფორმაციას.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სპ. კედიას ქ. #15

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** სხარტი აზროვნება;
** კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი.

აუცილებელი მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა B კატეგორია.
** თბილისის ქუჩებისა და რეგიონების ცოდნა, მათ შორის სხვა ქალაქების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად).
** სხარტი აზროვნების და პროდუქციის შესახებ ინფორმაციის სწორად გადაცემის უნარი.
** სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება.
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).
** ქართულ/რუსულ (სასურველია) ენებზე გამართული, დახვეწილი მეტყველების უნარი.

პირობები:

** 7 სამუშაო დღე საცდელი პერიოდი (ხელფასის გარეშე, სამსახურში აყვანის შემთხვევაში საცდელი პერიოდი ჩაითვლება ნამუშევრად და ანაზღაურდება).
** მძღოლ-დისტრიბუტორის მოვალეობები: ბორტის დატვირთვა (სისუფთავე), საქონლის მიწოდება, ანგარიშის ჩაბარება სამუშაოს დამთავრებისას და თანხის ჩარიცხვა ბანკში.
** მძღოლ-დისტრიბუტორისა ანაზღაურება (ხელფასი): მუშაობის დაწყებიდან პირველი თვე 1000 ლარი (თვეში), მეორე თვიდან ანაზღაურება (ხელფასი) 1200 ლარი (თვეში), ასევე მოქმედებს ბონუსური სისტემა 500 ლ. ხელშეკრულების გაფორმებიდან.
** დასვენების დღე კვირა.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი ფოტოსურათიანი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: r.janashiia@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიისა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |