jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: HR სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯორჯიასიბი
გამოქვეყნდა: 16 აგვისტო / განცხადების ვადა: 15 სექტემბერი

"ჯორჯიასიბი" აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტის პოზიციაზე

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი)
** სამუშაო საათები: 10:00 18:00 საათი
** სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ალექსანდრე ქართველიშვილის ქუჩა (კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** თანამშრომელთა შერჩევის პროცესში ჩართულობა (რეზიუმეების გადარჩევა, დაბარება,);
** ტალანტების მოზიდვისთვის ეფექტური არხების განსაზღვრა/გამოყენება;
** შრომითი ხელშეკრულების გაფორმება, შრომითი პირობების შეცვლის საფუძველზე ხელშეკრულების დანართების მომზადება;
** თანამშრომლების პირადი საქმეების წარმოება;
** სხვადასხვა ტიპის ბრძანების/ცნობების მომზადება;
** თანამშრომელთა შვებულება/ბიულეტენი/თავისუფალი დღეების ადმინისტრირება;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ადამიანური რესურსების მართვის ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე.

პიროვნული უნარები:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია და გამოგზავნეთ რეზიუმე/CV ელ. ფოსტის მისამართზე: info@georgiacb.com.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |