საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია, შპს "სენდო", აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** ანაზღაურება: 800-1200 ლარი + ბონუსი (გამოცდილების შესაბამისად)
** ჯანმრთელობის დაზღვევა
ჩვენი კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: https://www.sendo.ge
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციის ჩატარება
** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობა
** შეკვეთის მიღება, გაფორმება და მისი შესრულების მონიტორინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საოფისე კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის უნარი
** პრიორიტეტად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში.
** პრიორიტეტად ჩაითვლება რუსული, ინგლისურის ან სხვა უცხო ენის ცოდნა
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა
** ორგანიზებულობა
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** პუნქტუალურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@sendo.ge.
სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს სენდოს მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ვაკანსიის მოთხოვნებთან, ინტერვიუზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 [სამი] თვის ვადით.
აქვე გაცნობებთ რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.