შპს Food Management Group აცხადებს ვაკანსიას - დისტრიბუტორის დამხმარის პოზიციაზე.
FMG (Food Management Group) 2012 წლიდან აწარმოებს და რეალიზაციას უწევს საკვებ პროდუქტებს და თანმდევ მომსახურებებს. კომპანია სპეციალიზდება კორპორატიული კვების, ივენთ-ქეითერინგისა და კაფეტერიების მართვაში. დღეისათვის FMG ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა საქართველოს კვების მენეჯმენტის ბაზარზე. წამყვანი მენეჯერების მრავალწლიანი გამოცდილება და 100+ პროფესიონალ თანამშრომელთა გუნდის ძალისხმევა ყოველწლიურად უზრუნველყოფს კომპანიის დინამიურ ზრდასა და ქეითერინგის მაღალ სტანდარტების დანერგვას.
პოზიციის დეტალები:
გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე, არაუმეტეს 40 სამუშაო საათისა.
8 საათიანი სამუშაო გრაფიკი, + 1 საათიანი შესვენება.
ანაზღაურება: 1000 - ნეტი, (ბონუსი 500 ლარამდე)
მდებარეობა: თბილისი, თორნიკე ერისთავის 5
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის დატვირთვა და გადმოტვირთვა
** მძღოლის დახმარება პროდუქციის გადაზიდვის პროცესში
** პროდუქციის უსაფრთხო და დროული მიწოდების უზრუნველყოფა
** პროდუქციის შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა და კონტროლი
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება სასურველია
** ფიზიკური მომზადებულობა და პასუხისმგებლობის უნარი
** დროის მენეჯმენტის უნარ-ჩვევები
** გუნდური მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ ანაზღაურებას
** პროფესიული და კარიერული განვითარების პერსპექტივას
** სამედიცინო დაზღვევას
** კვების უზრუნველყოფას
** ფიტპასი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@fmgroup.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული:
FMG - Facebook გვერდი
FMG - Instagram გვერდი