"გირო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას დღე-ღამის ცვლის მოლარე/ექსპერტ-შემფასებლის თანამდებობაზე
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი,
სამუშაო საათები: თანამშრომელი 2 სრული დღე ისვენებს, 1 სრული დღე (24 საათი) მუშაობს, დღის შესვენება 1 საათი, ღამის შესვენება 4 საათი.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1070 ლარი (ხელზე ასაღები).
ბენეფიტები:
** ბონუსი 200-დან 600 ლარამდე, რომელიც დაანგარიშდება: მიმდინარე პორტფელის, სესხის გაცემების და კონვერტაციების მოცულობის მიხედვით; ასევე ბონუსი გაიცემა კომპანიაში ნამუშევარი სტაჟის მიხედვით;
** სამედიცინო დაზღვევა;
** დაბადების დღის დანამატი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ნაღდ ფულთან მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** ოქროს შეფასების პროფესიონალურ დონეზე ცოდნა (დამატებით უპირატესობად ჩაითვლება ბრილიანტის ცოდნა);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** რუსული ან ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
** ოქროს შეფასება და ხელშეკრულებების გაფორმება;
** ვალუტის კონვერტაციის ოპერაციების წარმოება;
** ფულადი გზავნილების ოპერაციების წარმოება;
** ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში;
** მოპოვებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის სწორად და სრულყოფილად აღრიცხვის, დამუშავების და შენახვის უზრუნველყოფა.
** კლიენტის ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
** კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულების დამყარება
პიროვნული უნარები:
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარე, ენერგიული, მიზანსწრაფული;
** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2024 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@girocredit.ge და საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება ხდება ვაკანსიის ვადის ამოწურვამდე!
დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდებზე: http://www.girocredit.ge/