jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ცივი კერძების მზარეული
მომწოდებელი: სასტუმრო ყვარლის ტბა
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 2 ოქტომბერი

სასტუმრო "ყვარლის ტბა" გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენ გუნდს ცივი კერძების მზარეულის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კერძების მომზადება მენიუდან მაღალი დონის შესრულებით;
** გემოვნური თვისებებისა და ვიზუალური გაფორმების დაცვის უზრუნველყოფა;
** უზრუნველყოს საკვები პროდუქტების შენახვა და დამუშავება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** თითოეული კერძის შემოწმება ხარისხის, პორციის რაოდენობის, პრეზენტაბელურობისა და ტემპერატურის მიხედვით სამზარეულოდან გატანამდე;
** უზრუნველყოს მარაგების კონტროლი, სათანადო ხარისხი და რაოდენობა;
** დაიცვას ყველა პროცედურა ჯანმრთელობისა და ჰიგიენის მიმართულებით, შეინარჩუნოს სისუფთავე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:

** გამოცდილება ცივი კერძების მზარეულის პოზიციაზე;
** სამზარეულოს სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების სტანდარტების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე hr@kvarelilake.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ყვარელი პალასმა" მონაცემთა დაცვის სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
ყვარელი პალასი გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |