jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ცხელი კერძების მზარეული
მომწოდებელი: სასტუმრო ყვარლის ტბა
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 2 ოქტომბერი

სასტუმრო "ყვარლის ტბა" გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენ გუნდს ცხელი კერძების მზარეულის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ცხელი კერძების მომზადება შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით მენიუს მიხედვით;
** კერძების მოსამზადებლად ინგრედიენტების მარაგის უზრუნველყოფა;
** მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნება, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** ახალი კერძების შექმნაში აქტიური მონაწილეობა;
** სამზარეულოს პროცესების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** შეფ მზარეულის დავალებების შესრულება;
** სხვადასხვა დანადგარების და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება ცხელი კერძების მზარეულის პოზიციაზე;
** სამზარეულოს სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების სტანდარტების ცოდნა.

უნარ - ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე hr@kvarelilake.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ყვარელი პალასმა" მონაცემთა დაცვის სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
ყვარელი პალასი გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |