jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
მომწოდებელი: ცანგალას ღვინის ბარი
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 2 ოქტომბერი

ცანგალას ღვინის ბარი და მაღაზია 2015 წლიდან სთავაზობს მომხმარებელს ქართული ღვინოების ლიმიტირებულ კოლექციას. ცანგალას ბარი მდებარეობს თბილისის ძველ უბანში, ტურისტულად დატვირთულ ქუჩაზე.

ცანგალას ღვინის ბარი და მაღაზია აცხადებს ვაკანსიას სომელიეს პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე,
დასვენება: კვირაში ორი დღე;
სამუშაო საათები: 13:00-დან 22:00 საათამდე;
ხელზე ასაღები ხელფასი: 1500 ლარი;
დამატებითი ანაზღაურება: ბონუსი გაყიდულ პროდუქციაზე;
სოციალური სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა

აუცილებელი მოთხოვნები:

** კანდიდატი უნდა ფლობდეს ინგლისურ და რუსულ ენებს სალაპარაკო დონეზე;
** კანდიდატებს მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილებით მსგავს პოზიციაზე მიენიჭებათ უპირატესობა;
** სარესტორნო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** სტრესულ და დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;

პერსონალური თვისებები:

** კანდიდატს უნდა ჰქონდეს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული;
** გააჩნდეს კარგი კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი;
** იყოს თავაზიანი და პოზიტიური;
** იყოს სტუმრისთვის კარგი მასპინძელი და მოსაუბრე.

სამუშაოს აღწერილობა:

** ობიექტის გაღება - დაკეტვა, წესრიგის დამყარება და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** მეღვინეობებთან კომუნიკაცია ღვინის შესაკვეთად და გადახდებთან დაკავშირებით;
** ობიექტზე არსებული ღვინის ნაშთების მუდმივი კონტროლი და ინვენტარიზაცია;
** სარესტორნო პროგრამის მართვა, პროგრამული და ფაქტობრივი ნაშთების შედარების წარმოება პერიოდულად;
** სტუმრებისათვის დეგუსტაციის ჩატარება და მათთვის სასურველ ღვინოებზე კომპეტენტური რეკომენდაციების გაცემა;
** ღვინის რეალიზაციის კონტროლი, შესყიდვების მართვა და შეკვეთების განთავსება;
** ახალი ღვინოების დეგუსტაციების წარმოება;
** პერიოდულად ღვინის პორტფოლიოს განახლება, მენეჯმენტთან შეთანხმებით ახალი მეღვინეობების დამატება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ototabatadze@gmail.com კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ ტელეფონის ნომერზე: 595 961 961



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |