jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: GMC Motors
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 2 ოქტომბერი

შპს "ჯიემსი მოტორსი GMC Motors" 10 წელზე მეტია ოპერირებს ბაზარზე და ყიდის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, აგრეგატებს, ნაწილებს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას. კომპანია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: შესყიდვების სპეციალისტი

ფუნქცია-მოვალეობები:

** შესყიდვების პროცესის დაგეგმვა;
** შესყიდვების პროცესის მართვა: ფასთა კვლევა და კომპანიისთვის მომგებიანი პოტენციური მომწოდებლების მოძიება;
** მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება და აქტიური კომუნიკაცია;
** შესყიდული პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** პოტენციური მომწოდებლების ბაზების წარმოება და პერიოდული განახლება;
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის დაარქივების უზრუნველყოფა;
** მომწოდებლებთან ანგარიშსწორების მიზნით ბუღალტერიისათვის სათანადო დოკუმენტაციის მომზადება;
** პროექტის ფარგლებში წარმოქმნილი სირთულეებისა და პრობლემების გადაჭრის გზების იდენტიფიცირება და უფლებამოსილების ფარგლებში აღმოფხვრა;
** შეძენილი პროდუქციის გადაზიდვის ორგანიზებისა და საწყობამდე მიტანის პროცესების მონიტორინგი;
** შესყიდვის ფარგლებში დავალებული საქმის დროულად და ხარისხიანად შესრულების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება.
** 1+ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** სავალდებულოა ინგლისური/რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სავალდებულოა MS Office სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

საჭირო თვისებები: პასუხისმგებლობიანობა, მობილიზებულობა, სისხარტე, შედეგზე ორიენტირებულობა, მოქნილობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, შრომისმოყვარეობა, ემოციური გაწონასწორებულობა

საჭირო უნარები: გუნდურად მუშაობის უნარი, რამდენიმე პროექტის ერთდროულად მართვის უნარი, პრობლემის დროულად გადაჭრის უნარი, დარწმუნების უნარი, მოლაპარაკებების წარმოების უნარი, ანალიტიკური აზროვნების უნარი, გამართული კომუნიკაციის უნარი, მოსმენის უნარი

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღეები/სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00; შაბათი - 10:00-15:00
** ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-12 კმ

სამუშაო დღეები/სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00; შაბათი - 10:00-15:00

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელმისამართზე: hr@eg.ge. Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

კომპანიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: https://www.facebook.com/LOVOL.GMC?locale=ka_GE

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: hr@eg.ge



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |