კომპანია "POS.GE" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, თინა იოსებიძის 72 ა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ძირითადი მოთხოვნები:
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა: Oris, Rs (უპირატესად ჩაითვლება 1C ცოდნა).
** საოფისე პროგრამების ფლობა.
** სასურველია რუსული ენის ცოდნა
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა;
** ბუღალტრული გატარების (რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს, ბანკის და ა.შ.) ოპერაციების შესრულება და აღრიცხვა;
** შესყიდვებთან დაკავშირებული ანგარიშ-ფაქტურების, ზედნადებების, ასახვა და დადასტურება rs.ge-ზე / RS პორტალზე მუშაობა;
** ხელფასების აღრიცხვა და დებიტორების კონტროლი;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
კომპანია გპირდებათ მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს პროფესიული განვითარების და თანამდებობრივი დაწინაურების ხელშეწყობით.
გამოგვიგზავნე CV ელ. ფოსტაზე: hr@pos.ge
გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!