"PayPro" არის საერთაშორისო კომპანია Yandex Go-ს ოფიციალური პარტნიორი საქართველოში. PayPro" განვითარებაზე, ზრდაზე ორიენტირებული ინოვაციური კომპანიაა, სადაც დაგხვდებათ მეგობრული გარემო და კონკურენტუნარიანი ანაზღაურება.
"PayPro"-ში ამჟამად ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - კონტენტ-მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, სააკაძის დაღმართი 6
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი 10:00-დან 19:00-მდე.
ანაზღაურება: 1500 ლარი
ძირითადი მოთხოვნები:
** ციფრული საკომუნიკაციო სტრატეგიისა და ბიუჯეტის შემუშავება კონკრეტული მიზნების მისაღწევად;
** აუდიტორიის შესწავლა, მონაცემების ანალიზი, მომხმარებლის ქცევითი პატერნის შესწავლა;
** თვის ჭრილის კონტენტ კალენდრის შემუშავება სოციალური არხების მიხედვით;
** თვის ჭრილში ფოტო და ვიდეო კონტენტის შექმნა;
** კომუნიკაციის დიზაინის შემუშავება ძირითად მიმართულებებზე;
** ციფრული PR აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებაში ჩართულობა, მაგ.: ფოტოგადაღება, ვიდეოგადაღება, პიარ სტატია და ა.შ.
** ციფრული კამპანიების კონცეფციის, კამპანიის მესიჯის მოფიქრება, საჭიროებისამებრ კამპანიის მიხედვით აქტივობების დაგეგმვა;
** კონკურენტებზე დაკვირვება;
** სიახლეების, ტრენდების, ახალი მიდგომების, ტექნოლოგიების კვლევა, გაზიარება და იმპლემენტაცია;
** რეპორტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება მარკეტინგის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ციფრულ ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება (Photoshop, Canva, Capcut)
უნარები და პიროვნული თვისებები:
** დაგეგმვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდთან ერთად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
გახდი PayPro-ს გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე და პორტფოლიო ელექტრონულ მისამართზე: muradbartishvili@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "კონტენტ-მენეჯერი".
გისურვებთ წარმატებას!