"ვივო მედიქალ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
სამედიცინო ცენტრების გაერთიანება "Vivo Medical Group" 2016 წლიდან აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ წამყვან მულტიპროფილურ სამედიცინო ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ჟორდანიას კლინიკა, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ზ. ანჯაფარიძის I შეს. N6
სამუშაოს გრაფიკი: 8 საათიანი მცოცავი გრაფიკი, კვირაში 5 სამუშაო დღე
ანაზღაურება: 600 ლარი, სამი თვის შემდეგ 750 ლარი + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** შემოსულ ზარებზე დროული რეაგირება;
** სრულყოფილი სატელეფონო და წერილობითი კონსულტაცია მომხმარებლებთან;
** საჭიროების შემთხვევაში, მიღებული ზარის კონკრეტულ დეპარტამენტთან გადამისამართება;
** საჭიროების შემთხვევაში გამოტოვებული გამავალი ზარების განხორციელება მომხმარებელთან;
** პაციენტების ექიმებთან ვიზიტების ჩანიშვნა კალენდარში;
** პაციენტთა კმაყოფილების სატელეფონო კვლევის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება/სტუდენტი
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - სასურველია;
** ქართულ ენაზე გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია;
** უცხო ენა საკომუნიკაციო დონეზე - ინგლისური/რუსული;
** საოფისე პროგრამები - საბაზისო დონეზე
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@vivomedical.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ქოლცენტრის ოპერატორი".
მადლობას დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე.
კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.