"სტუდია 9" წარმოადგენს არქიტექტურულ კომპანიას, რომელიც წარმატებით საქმიანობს საქართველოში 2012 წლიდან არქიტექტურის, ქალაქგეგმარების, ინტერიერის დიზაინის მიმართულებით.
კომპანიის ვებგვერდი: www.studio9.ge
"სტუდია 9" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მის კომპეტენციაში შემავალი პროექტის მართვა და ზედამხედველობა, პროექტით გათვალისწინებული მიზნების და ამოცანების შესრულება;
** საპროექტო წინადადებების დეტალური მომზადება;
** არქიტექტურის სახელოსნოში პროექტების გრაფიკების შედგენა და კონტროლი; პროექტის დაწესებული ხარისხის სტანდარტით შესრულების უზრუნველყოფა;
** საპროექტო დავალების განხორციელებისთვის საჭირო ჯგუფის ორგანიზება და მართვა, მათთვის დავალებების განსაზღვრა-განაწილება. (არქიტექტორები, მომიჯნავე სპეციალისტები);
** პროექტის ფარგლებში დაქვემდებარებული გუნდის მართვა, მათ შორის, ქვეკონტრაქტორების და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის ზედამხედველობა;
** პროექტის მიმდინარეობის უწყვეტი პროცესის ორგანიზება და კონტროლი;
** პროექტების მართვა და პროცესების დროული ორგანიზება პროექტის შეუფერხებელი მიმდინარეობისთვის;
** პროექტების დროული ატვირთვა და მიღებული პასუხების გაცნობა, შესაბამისი წერილების მომზადება;
** პროექტში დაინტერესებულ და ჩართულ პირებთან, მათ შორის დამკვეთთან, ქვე-კონტრაქტორებთან ურთიერთობების დამყარება, მოლაპარაკებებში მონაწილეობა, რეგულარულ შეხვედრებზე დასწრება და პროგრესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** დამკვეთისა და არქიტექტორის მიერ მიწოდებული საინჟინრო დოკუმენტების მართვა, მონიტორინგი და ცვლილებების მართვა;
** მასალების ფასის შეთანხმება, და ხარჯთ-ეფექტური გადაწყვეტილების მიღება პროექტის ბიუჯეტთან შესაბამისობაში, მასალების სპეციფიკაციებთან შესაბამისობის დადგენა/დადასტურება;
** ყოველკვირეული რეპორტინგი მენეჯმენტთან მიმდინარე მდგომარეობასთან და დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, მათი წარდგენა თათბირზე გრაფიკების მიმდინარეობის შესახებ;
** პროექთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ ინფორმირება ყველა იმ საჭირო ინფორმაციით, რომელიც ეხება პროექტის მიმდინარეობას, მონიტორინგსა და კონტროლს.
** საჭიროებისამებრ, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობა; პოზიციისთვის რელევანტური წერილების შედგენა;
** არქიტექტურული პროექტების დანართების ვიზირება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
** აუცილებელია პროგრამების ცოდნა (Archicad, AutoCAD)
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, MS Project)
პიროვნული თვისებები:
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კრეატიულობა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@studio9.ge წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.