"PayPro" არის საერთაშორისო კომპანია Yandex Go-ს ოფიციალური პარტნიორი საქართველოში. PayPro" განვითარებაზე, ზრდაზე ორიენტირებული ინოვაციური კომპანიაა, სადაც დაგხვდებათ მეგობრული გარემო და კონკურენტუნარიანი ანაზღაურება.
"PayPro"-ში ამჟამად ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, სააკაძის დაღმართი 6
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი. 10:00-დან 19:00-მდე.
ფიქსირებული ანაზღაურება: 800 ლარი (+საბონუსე სისტემა)
ფუნქცია-მოვალეობები:
** შემომავალი და გამავალი ზარების წარმოება;
** კომპანიის მძღოლებთან სოციალური არხების მეშვეობით კომუნიკაცია;
** ახალი მძღოლების ჩართვა სისტემაში;
** საჭიროების შემთხვევაში შესაბამის განყოფილებასთან გადამისამართება;
** მძღოლების მიერ მოთხოვნილი ტრანზაქციების დადასტურება;
** ოფისში დაგეგმილი შეხვედრების, პრეზენტაციების, გასაუბრებების ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
დამატებითი მოთხოვნები:
** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია;
** დეტალების მიმართ ორიენტირებულობა;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: muradbartishvili@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი".
გისურვებთ წარმატებებს!