jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი, მენეჯერი
მომწოდებელი: ექსპრეს ქსელი
გამოქვეყნდა: 3 სექტემბერი / განცხადების ვადა: 3 ოქტომბერი

შპს "ექსპრეს ქსელი" აცხადებს ვაკანსიებს მოლარე-კონსულტანტის/მენეჯერის პოზიციაზე.

შპს " ექსპრეს ქსელი" წარმოადგენს სუპერმარკეტების ქსელს, რომელიც მოიცავს 95 ფილიალს საქართველოს მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე და თანამშრომლებისათვის კონკურენტუნარიან სამუშაო პირობების შექმნაზე.

სამუშაო ადგილი: ფასანაური
ანაზღაურება: მენეჯერი - 1250 (ნეტ) ლარი + ბონუსი
მოლარე-კონსულტანტი - 800 (ნეტ) ლარი + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: მენეჯერი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-17:00; შაბათი 09:00-14:00;
მოლარე-კონსულტანტი: კვირაში 40 საათი, შეთანხმებით ცვლებში.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია apex-ის პროგრამის ცოდნა (ან შევასწავლით ადგილზე);
** სასურველია საცალო მარკეტში მოლარე-კონსულტანტის/მენეჯრის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** სწრაფად ადაპტაციის უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
** კოლეგიალური და თანამშრომლობაზე ორიენტირებული;
** თავაზიანი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: hr.info@expresschain.ge ან დაგვიკავშირდით 577 23 97 66 (10:00 დან 18:00მდე)

გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება მოლარე-კონსულტანტი ან მენეჯერი.

შპს "ექსპრეს ქსელი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |