jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: უძრავი ქონების აგენტი ბიზნესებისთვის
მომწოდებელი: Sakura Properties
გამოქვეყნდა: 3 სექტემბერი / განცხადების ვადა: 3 ოქტომბერი

პრემიუმ უძრავი ქონების გაყიდვების კომპანია, "Sakura Properties", რომელსაც წამყვანი ბიზნეს კლიენტები ჰყავს და მუშაობს ამერიკული მოდელით, თავის გუნდში ეძებს ენერგიულ და მოტივირებულ კომერციული უძრავი ქონების აგენტს.

რა არის მნიშვნელოვანი ამ პოზიციის ადამიანისთვის:

** მინ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში (უძრავი ქონების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება პლიუსად)
** კომუნიკაბელურობა - ახალი ადამიანების გაცნობა მათთვის სიამოვნება უნდა იყოს (ძირითადად ესაუბრებით და ხვდებით ბიზნესის მფლობელებს და უძრავი ქონების მესაკუთრეებს)
** ცნობისმოყვარეობა - უნდა გაინტერესებდეთ სხვადასხვა მიმართულების ბიზნესის მუშაობის პრინციპი რათა კლიენტს მისთვის იდეალური ფართი შესთავაზოთ
** გამდიდრების რეალური სურვილი - უძრავი ქონების ბიზნესი ძალიან დიდი რესურსია ფინანსური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად
** ბიზნესებთან ურთიერთობის გამოცდილება - B2B მიმართულებით მუშაობის გამოცდილება. ვეძებთ ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია სხვადასხვა ბიზნესის ფუნქციონირებით და სურს დაეხმაროს ბიზნესებს საუკეთესო ლოკაციების პოვნაში
** საოფისე პროგრამების ცოდნა - Google Docs, Google Sheets, Google Drive, Gmail
** უცხო ენების ცოდნა - სასაუბრო დონეზე ინგლისური ენის ცოდნა (სხვა ენებიც ჩაითვლება პლიუსად)

რას მიიღებთ ჩვენი მხრიდან:

** გახდებით საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის წევრი აგენტი და მუდმივად გაივლით საერთაშორისო დონისა და სტანდარტების ტრენინგებს
** შიდა ინტენსიური ტრენინგები გაყიდვებისა და კომერციული უძრავი ქონების მიმართულებით
** სამოტივაციო აქტივობები და წამახალისებელი ბონუსები
** თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომა (რაც სამწუხაროდ, იშვიათია ამ სფეროში)
** კლიენტების და უძრავი ქონების ერთეულების დიდ მზა ბაზაზე წვდომა
** მეგობრული და მხარდამჭერი გუნდი
** ანაზღაურება: გამომუშავებით, თვეში 1500-დან 15000 ლარამდე (მინიმუმ)
** ტრანსპორტი: ულიმიტო აბონემენტი

სამუშაო გრაფიკი:

** ორშაბათი-პარასკევი 10:00-18.00, ან 11:00-19:00 (თქვენ ირჩევთ)
** ჩვენი ოფისი მდებარეობს საბურთალოზე მეტრო ტექნიკურ უნივერსიტეტთან.

შეგიძლიათ გაეცნოთ კომპანიის ინსტაგრამს ლინკზე: https://www.instagram.com/sakura.properties/

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე აქ: https://forms.gle/kDoiGcXi4mz5qxpo9



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |