jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გარე გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: ჯიესენი
გამოქვეყნდა: 3 სექტემბერი / განცხადების ვადა: 3 ოქტომბერი

კომპანია ჯიესენი (http://www.gsn.ge) აცხადებს ვაკანსიებს გარე გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე ბათუმში.

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 5

ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ:

** ეძებ მოქნილ სამუშაო გრაფიკს, დღის სხვა საქმეებთან ერთად შესათავსებლად
** ახლა იწყებ სამუშაო კარიერას
** გინდა განავითარო საკუთარი თავი გაყიდვების მიმართულებით
** ხარ კომუნიკაბელური

პოზიციის მოკლე აღწერილობა: ეს არის საველე (ე.წ. field) პოზიცია. გაყიდვების წარმომადგენელს დაევალება ჩვენი სავაჭრო პროგრამა i-cash-ის შეთავაზება პოტენციური კლიენტებისთვის და გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა.

პროგრამის შესახებ დეტალებისთვის ეწვიეთ გვერდს: http://www.icash.ge

ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება + გაყიდვების ბონუსი
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 3 დღე (დღეში 4 საათი)
პროგრამა i-cash-ის შესახებ ტრენინგს გაივლით ადგილზე, ჩვენს კომპანიაში.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ან საკონტაქტო ინფორმაცია ელ.ფოსტით: vacancy@gsn.ge

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ კომპანია ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

კომპანის "ჯიესენი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |