განვითარება, მხარდაჭერა, შედეგიანობა და შინაგანი სიმშვიდე ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს კორპორატიულ კულტურას ქმნიან.
"იმედი L"-ში დასაქმება გულისხმობს სტაბილურობას, სიახლეებს და ცოდნის უწყვეტ გაზიარებას. ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ერთად კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ!
"იმედი L" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, ანნა პოლიტკოვსკაიას #9
ჩვენ გთავაზობთ:
** პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორატიულ ბენეფიტებს.
ძირითადი მოვალეობები:
** სადაზღვევო ბაზრის კვლევა და სტრატეგიული რეკომენდაციების შემუშავება;
** პოტენციური იურიდიული მომხმარებლების ბაზის შექმნა, მათი მოთხოვნების/საჭიროებების დადგენის და შესაბამისი სადაზღვევო პროდუქტების/მომსახურების შეთავაზების მიზნით;
** დაინტერესებული მომხმარებლებისათვის კონსულტაციის გაწევა, კომპანიაში არსებული სხვადასხვა ტიპის სადაზღვევო მომსახურების მისაღებად;
** მომხმარებლებთან სადაზღვევო ურთიერთობის გასაფორმებლად საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება;
** არსებულ მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაცია, სადაზღვევო პროდუქტების/მომსახურების განახლების და განვითარების მიზნით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია გაყიდვებისა და მომხმარებლებთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** MS Office პროგრამების ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** თავაზიანი და სერვისზე ფოკუსირებული;
** ანალიტიკური აზროვნება;
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
სადაზღვევო კომპანია "იმედი L"-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "იმედი L"-ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.