სამშენებლო კომპანია "გრავიტას" საქმიანობა კომერციული, სახელმწიფო და საზოგადოებრივი არქიტექტურის ყველა ასპექტს მოიცავს. დამკვეთებს ვთავაზობთ საოფისე, საცხოვრებელი თუ ინფრასტრუქტურული ობიექტების დაპროექტებას, დიზაინისა და მშენებლობის სრულ სერვისს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://gravita.ge/
სამშენებლო კომპანია "გრავიტა" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე,
მდებარეობა: თბილისი
სამუშო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30 - 18:30
ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
** იურიდიული რისკების განსაზღვრა და შესაბამისი რისკების აღმოჩენის შემთხვევაში პრევენციული ზომების მიღება;
** სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა კომპანიის მენეჯმენტის, თანამშრომლების და/ან სხვა სტრუქტურული ერთეულის მოთხოვნის საფუძველზე;
** სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა, გარიგებებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების განხილვა, სამართლებრივი ანალიზი;
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების აქტების და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება/ანალიზი;
** პარტნიორებთან სხვადასხვა სადავო საკითხის მოგვარებაში მონაწილეობის მიღება და რეკომენდაციების გაცემა;
** არსებული და პოტენციური პარტნიორების იურისტებთან თანამშრომლობა;
** საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის ინტერესების დაცვა საქართველოს საერთო სასამართლოებში;
** მიმდინარე და არსებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ კომპანიის ინფორმირება და შიდა მარეგულირებელ დოკუმენტებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება. მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად;
** იურისტის/ადვოკატის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება (სტაჟირება ჩაითვლება გამოცდილების საერთო ვადაში);
** სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის ცოდნა;
** სამშენებლო სამართლისა და სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
საჭირო უნარები:
** ლოგიკური აზროვნების უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** გამართული წერითი უნარები
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, Outlook)
კანდიდატის შერჩევა მოხდება სამ ეტაპად:
** განცხადების გადარჩევა
** წერითი დავალება
** გასაუბრება
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career@gravita.ge.
გაცნობებთ, რომ გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "გრავიტას" მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებებს!