"BET25" არის ინოვაციური გართობის სივრცე, რომელიც ორიენტირებულია სიახლეებზე, ტექნოლოგიებზე, რითაც უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის საუკეთესო გარემოს შექმნას და ქმნის მრავალფეროვან გასართობ სივრცეს.
"bet25" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, მისამართი: გლდანი, გაგარინი, ვარკეთილი.
სამუშაო განაკვეთი: ცვლებში (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება)
სამუშაო საათები: 09:00-21:00, 21:00-09:00
უშუალო ხელმძღვანელი: ჰოლ მენეჯერი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1000 ლარი და ყოველ დღიური ბონუსი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლების რეგისტრაცია;
** კლიენტის ელექტრონული პორტალის გახსნა და ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად;
** კლიენტების ინფორმირება არსებული პროდუქტების და აქციების შესახებ;
** კლიენტების შესაბამის თანამშრომელთან გადამისამართება საჭიროების მიხედვით;
** სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** პროფესიონალურად და დროულად დახმარება კლიენტების ან/და მათი წარმომადგენლებისთვის საჭირო საკითხების გადაწყვეტაში;
** საბარათე სისტემის დეტალური ცოდნა და მის შესახებ კლიენტების ინფორმირება;
** სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
უნარები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** კომუნიკაბელურობა;
** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@bet25.com და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "რეგისტრატორი" .
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.