jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ავტო სერვის ცენტრებთან ურთიერთობის სპეციალისტი
მომწოდებელი: იმედი L
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

განვითარება, მხარდაჭერა, შედეგიანობა და შინაგანი სიმშვიდე ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს კორპორატიულ კულტურას ქმნიან.

"იმედი L"-ში დასაქმება გულისხმობს სტაბილურობას, სიახლეებს და ცოდნის უწყვეტ გაზიარებას. ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ერთად კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ!

"იმედი L" აცხადებს ვაკანსიას ავტო სერვის ცენტრებთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00; შაბათი 10:00 - 14:00
სამუშაო ადგილი: თბილისი

ჩვენ გთავაზობთ:

** პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორატიულ ბენეფიტებს.

ძირითადი მოვალეობები:

** პროვაიდერ ავტო სერვის ცენტრში ავტომობილის ზარალის შემოწმების პროცესში მონაწილეობის მიღება და ზარალის შეფასების ოპტიმიზაცია;
** კლიენტის ავტომობილის დაზიანების ხარისხის შემოწმება, ნაწილების ფასების შემოწმება;
** სერვის ცენტრის მიერ ზარალების შეფასების პროცესის გამართულობის კონტროლი;
** სერვის ცენტრში მოსულ კლიენტებთან ურთიერთობა და ზარალების შეფასების პროცესთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა;
** კლიენტებისგან ზარალის ასანაზღაურებლად საჭირო დოკუმენტაციის მიღება და მათი სისრულის შემოწმება;
** კლიენტებთან კომუნიკაცია ავტო ნაწილების შეცვლის საჭიროების შესახებ, ასევე ზარალის შეფასებასთან დაკავშირებული დეტალების შესახებ.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მნიშვნელოვანია მსგავს პოზიციაზე ან/და კლიენტთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ავტომობილების აღჭურვილობის ტექნიკური ცოდნა;
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** გაწონასწორებულობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imedil.ge, გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |