jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მცხეთა-მთიანეთის წარმომადგენლობის ინკასატორ-ტექნიკოსი
მომწოდებელი: Paybox
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

სს "ოპპა" ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფი გადახდის სერვისებს, როგორიცაა PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე, სიმარტივე და ხარისხი ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 350-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება.

პოზიცია: მცხეთა-მთიანეთის წარმომადგენლობის ინკასატორ-ტექნიკოსი

პოზიციის მიზანია, სწრაფი გადახდის ტერმინალების ინკასაცია და საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა.

რას გააკეთებ:

** გააინკასირებ სწრაფი გადახდის თვითმომსახურების ტერმინალებს;
** მოაგვარებ გადახდის თვითმომსახურების ტერმინალების ტექნიკური პრობლემების მოგვარებას;
** ყოველდღიურად აღრიცხავ ტექნიკურ პრობლემებს და შესაბამის ანგარიშს მოამზადებ უშუალო ხელმძღვანელისთვის.

დამატებითი მოთხოვნები:

** მნიშვნელოვანია კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა ვინდოუსის და ლინუქსის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** სავალდებულოა უძრავი ან მოძრავი ქონებით, ან თავდებით უზრუნველყოფა;
** სავალდებულოა ავტომობილის ფლობა.

პიროვნული უნარები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლიანობა;
** დეტალების მიმართ ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომპიუტერულ სისტემებთან მუშაობის შესწავლისა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას;
** საწვავით უზრუნველყოფას;
** ავტომობილის დაზღვევას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც. სს "ოპპას" შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და

აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: +995 322 303 308.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |