სამშენებლო კომპანია "ადლი" - ხარისხიანი და ეკომეგობრული მშენებლობის დაწყების მიზნით, 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე.
კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება - მონტაჟი, კოშკურა ამწეებისა და პერიმეტრის დამცავი ბადეების მონტაჟი/დემონტაჟი და გეგმური მომსახურება.
ჩვენთან დასაქმებით გპირდებით:
** მზარდ და მუდმივად განვითარებად ბიზნესში მუშაობის გამოცდილებას;
** პროფესიონალ და მხარდამჭერ გუნდში განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ და მზარდ შრომის ანაზღაურებას;
** კომპანიის მიერ დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** კომპანიის მიერ დაფინანსებულ, მობილურის ულიმიტო კორპორაციულ პაკეტს;
** სამსახურებრივი მიზნებისთვის, ტრანსპორტირების უზრუნველყოფას;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
** შვებულების 24 სამუშაო დღესა და დამატებით 4 Day Off-ს;
** ყოველთვიურ ფინანსურ დანამატს არასრულწლოვან შვილებზე.
სამშენებლო კომპანია " ადლი"-ში ვეძებთ ენერგიულ, კომუნიკაციის ეფექტური უნარის მქონე გუნდის წევრს გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ბაზრის კვლევა სამშენებლო მიმართულებით;
** ორიენტირებულობა გაყიდვების ზრდაზე;
** კომპანიისთვის სხვადასხვა პროექტების მოზიდვა, დამუშავება და დამკვეთებთან მოლაპარაკებების ეფექტური წარმოება;
** რელევანტური პროექტების დამუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
** პროცესის დადგენილ ვადებში დასრულებასთან დაკავშირებით, დამკვეთთან და ტექნიკურ ნაწილთან აქტიური კომუნიკაცია;
** კომპანიის პარტნიორებთან მოლაპარაკებების და ეფექტური სამუშაო პროცესების გამართვა;
** გამოცხადებული ტენდერებისა და პროექტების მოძიება და ანალიზი;
** სხვადასხვა ტიპის ანგარიშგებების/რეპორტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური/საინჟინრო მიმართულებით);
** კომერციული ან გაყიდვების მენეჯერად მუშაობის 1/2 წლიანი გამოცდილება (აუცილებელია სამშენებლო სექტორის/მომსახურებების ცოდნა);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა ;
** უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ან/და რუსული).
პიროვნული უნარები:
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზებისა და მონიტორინგის უნარი;
** პრობლემის ეფექტურად გადაწყვეტის უნარი;
** ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნებისა და დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@adli.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "გაყიდვების მენეჯერი".
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 18 ოქტომბერი, 2024 წ.
გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: https://www.adli.ge
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
სამშენებლო კომპანია " ადლი", კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!