jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მორიგე ინჟინერი
მომწოდებელი: სასტუმრო აფიშა
გამოქვეყნდა: 20 სექტემბერი / განცხადების ვადა: 20 ოქტომბერი

სასტუმრო "აფიშა" ეძებს გუნდის წევრებს, რომლებიც სასტუმროს სხვა თანამშრომლებთან მჭიდრო თანამშრომლობით, სასიამოვნო გარემოს და დაუვიწყარ გამოცდილებას შეუქმნის სტუმრებს.

სასტუმრო "აფიშა" სტუმრებს სთავაზობს 118 დიზაინერულად გადაწყვეტილ, რეტრო-ფუტურისტულ ნომერს, რომლის ინტერიერი აერთიანებს რამდენიმე ძირითად სივრცეს, მათ შორის ქალაქში პირველ შამპანურ ბარ-ბრასერიას, ღვინის ოთახს და რუფტოპ რესტორანს ღია სივრცით.

სასტუმრო აფიშაში, მორიგე ინჟინერი პასუხისმგებელია სასტუმროში მიმდინარე ტექნიკურ ოპერაციებზე, რათა უზრუნველყოს სისტემების ელექტრო და მექანიკური დანადგარების უსაფრთხო და გამართული მუშაობა.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროში არსებული ელექტრო დანადგარების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში შეკეთება;
** გათბობა გაგრილების სისტემების კონტროლი;
** გეგმური და არაგეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება;
** შრომის უსაფრთხოების წესებისა და მოწყობილობათა ექსპლუატაციის პირობების დაცვა;
** ხელმძღვანელის მიერ ყოველდღიური დავალებებისა შესრულება;

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გათბობა-გაგრილების აგრეგატებთან მუშაობის გამოცდილება და ექსპლუატაციის წესების ცოდნა.
** გუნდური მუშაობის უნარები.

სასურველია, საჭიროებისამებრ, შრომის კოდექსით და შინაგანაწესით განსაზღვრული დამატებითი ანაზღაურების შესაბამისად, კანდიდატი მზად იყოს მოქნილი სამუშაო გრაფიკით მუშაობისთვის საღამოს საათებში, დასვენების დღეებში და ა.შ.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: careers@hotelafisha.com ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "მელიქიშვილი ინნმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |