jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მასაჟისტი
მომწოდებელი: სასტუმრო Unfound Door
გამოქვეყნდა: 20 სექტემბერი / განცხადების ვადა: 20 ოქტომბერი

"Unfound Door Design Hotel" - სადაც ყოველ კარს თავისი ისტორია აქვს და უნიკალური დიზაინით გაფორმებულ ოთახში იღება. სასტუმრო მდებარეობს, თბილისში, დ. აღმაშენებლის გამზირზე. მე-19 საუკუნის შენობა არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მოხატული სადარბაზოთი. დიზაინში აქცენტი გაკეთებულია სიძველის შენარჩუნებასა და ავთენტურობის წარმოჩენაზე. მოხვედრისთანავე იგრძნობა ნოსტალგია, მისტიკა და არტისტიზმი, ანუ ყველაფერ ის, რაც ძველი თბილისის გასაღებია. ადამიანები კი, რომლებიც აქ დაგხვდებიან, ქმნიან გარემოს, რომელიც სრულიად მოულოდნელია.

"Unfound Door Design Hotel" აცხადებს ვაკანსიას მასაჟისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს სტუმრებისთვის სხვადასხვა სახეობის სპა-პროცედურის პროფესიონალურ დონეზე ჩატარება
** არსებული სპა სერვისების ცოდნა და სტუმრებისთვის შეთავაზება
** პროცედურამდე სტუმრისგან ინფორმაციის მიღება ალერგენებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
** პროდუქციის მიზნობრივი და რაციონალური გამოყენება
** ობიექტზე არსებული ჰიგიენის, უსაფრთხოებისა და სტუმრებთან/თანამშრომლებთან ურთიერთობის სტანდარტების დაცვით ოპერირება
** გრუმინგის ზოგადი სტანდარტების დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ამ სფეროში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ (ებ)ის წარდგენა;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმალურ საკომუნიკაციო დონეზე (B1+ დონე და ნებისმიერი სხვა ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოსა და გრაფიკს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას;
** ღამის ტრანსპორტირებას;
** Fitpass;
** სპეციალურ ფასს სასტუმროს რესტორანში.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@unfounddoor.ge



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |