"4Hospitals" სამედიცინო კომპანიაა, რომელიც 2014 წლიდან ახორციელებს სამედიცინო პროდუქციისა და სერვისის მიწოდებას კლინიკებისთვის. კომპანიის განაცხადია "ხარისხი პროცესის თითოეულ ეტაპზე" _ შესაბამისად კომპანიის მოღვაწეობა ეფუძნება თანამშრომლებთან და კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორობის პრინციპებს;
"4Hospitals" აცხადებს ვაკანსიას კონკრეტული საპროდუქტე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული
სამუშაოს აღწერილობა:
** სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტი დადგენილი გეგმის მიხედვით; ვიზიტის სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა კომპანიის მოთხოვნების მიხედვით;
** პოტენციურ კლიენტებთან (კლინიკების შესყიდვების სამსახურთან, ექიმებთან, ექთნებთან) შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება. კომპანიის პროდუქციის წარდგენა.
** კომპანიის პორტფოლიოში არსებული პროდუქტის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;
** პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება, შენარჩუნება და მუდმივად ახალი კლიენტების დამატება;
** სამედიცინო დაწესებულების მიერ გამოცხადებული ტენდერების მუდმივი მონიტორინგი;
** სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტების და ჩატარებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური ანგარიშგების წარმოება;
** კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება;
** ახალ პროდუქტებზე ინფორმაციების მოძიება, ბაზრის კვლევის ჩატარება;
** პროდუქციის ნაშთების მუდმივი მონიტორინგი;
** შეკვეთების დროული მომზადება და ოპტიმალური დაგეგმვა;
ძირითადი უნარები:
** გუნდურად მუშაობის უნარი
** სისხარტე, პუნქტუალურობა და ყურადღებიანობა
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** კლიენტების საჭიროებისა და მოთხოვნების განსაზღვრა
** კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა. რუსული ან დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** ავტომობილის ყოლა ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
ჯანსაღ, კომფორტულ, მეგობრულ და მაღალი კორპორატიული კულტურის სამუშაო გარემოს, კარიერული განვითარებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების შესაძლებლობას, ჯანმრთელობის დაზღვევას და რაც მთავარია, შრომის ანაზღაურების კონკურენტულ პირობებს კანდიდატის ინდივიდუალური გამოცდილებიდან გამომდინარე;
თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის საინტერესოა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@4hs.ge
გთხოვთ, "subject"-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და სამუშაო ადგილი, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსული რეზიუმე არ განიხილება.
4Hospitals გისურვებთ წარმატებას!