სატრანსპორტო კომპანია შპს "კავკასიის ტრანსპორტი და ლოგისტიკა" (KTL) აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენს კომპანიას აქვს 20 წლიანი გამოცდილება საერთაშორისო გადაზიდვებში, ფლობს საკუთარ ავტოპარკსა და საბაჟო საწყობებს საქართველოში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. მომხმარებელს ვთავაზობთ საერთაშორისო გადაზიდვების სრულ სპექტრს. ჩვენი წარმატების უკან დგანან პროაქტიული და პროფესიონალი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ რომ საერთო მონდომებით ნებისმიერი დასახული მიზნის მიღწევა შესაძლებელია.
ფუნქცია-მოვალეობები:
** შემოსული შეკითხვების დამუშავება, ტრანსპორტირების ფასების დათვლა და კლიენტებისთვის შეთავაზება;
** დადასტურებული შეკვეთების კომპანიაში არსებული წესის შესაბამისად დარეგისტრირება და ტრანსპორტირების სრული ციკლის კონტროლი მიმღებისთვის ტვირთის ჩაბარების ჩათვლით;
** ტვირთის მომწოდებლებთან კომუნიკაცია და დატვირთვაზე შეთანხმება;
** შესაბამისი დოკუმენტაციის მოგროვება და მათი სისწორის შემოწმება;
** სატრანსპორტო საშუალების მონიტორინგი ტრანსპორტირების პროცესში და დამკვეთებისთვის კომპანიაში არსებული წესისამებრ ინფორმაციის განახლება;
** მომსახურების ინვოისის გამოწერა და დამკვეთებისთვის მიწოდება.
** გადაზიდვასთან დაკავშირებული საქმიანობების (კონტრაქტების მართვა, ჩარიცხვების კონტროლი, შესაბამისი საბუთების დასკანერება/არქივირება)
** ახალი, პოტენციური კლიენტების მოძიება და მომსახურების შეთავაზება
** ზემდგომი მენეჯერის მითითებების მიხედვით ოპერაციების შესრულება ან/და შესრულების მონიტორინგი
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია სატრანსპორტო, ეკონომიკური, ფინანსური ან ტექნიკური განხრით)
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ლოგისტიკური მიმართულებით (სასურველია ნაკრები ტვირთების განხრით)
** ინგლისური (მინიმუმ B2) და რუსული ენების ცოდნა (მინიმუმ B1)
** Microsoft Office პროგრამების ცოდნა
პიროვნული თვისებები:
** გუნდში მუშაობის უნარი
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ
** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი
** დისციპლინირებული და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** კრიტიკული, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** დასაქმებას დინამიურ და მზარდ კომპანიაში
** საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს
** ახალგაზრდულ და მოტივირებულ გუნდს
** თანამედროვე და კეთილმოწყობილ სამუშაო ადგილს
** კვალიფიკაციის შესატყვის ანაზღაურებას
დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ავლაბარი, მეტროსადგურის სიახლოვეს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV შემდეგ ელფოსტაზე:
hr@ktl-georgia.com სათაურის ველში მიუთითეთ "ლოგისტიკის მენეჯერი".
ნუ დაელოდებით განცხადების ამოწურვის ვადას, გამოქვეყნების დღიდან ჩვენ ვუკავშირდებით პოტენციურ კანდიდატებს.