შპს "ბლექ სი პეტროლიუმი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო აღწერილობა:
** ორგანიზაციაში მომსვლელი სტუმრების დახვედრა, გადამისამართება და გამასპინძლება;
** შემოსული სტუმრების აღრიცხვის წარმოება;
** შეხვედრებისათვის შესაბამის გარემოს მომზადება;
** სამუშაო ადგილის, საკონფერენციო ოთახის (ინტერიერის, ტექნიკური საშუალებების და ა.შ) მოწესრიგება;
** შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი;
** საოფისე მარაგების მართვა, საოფისე ინვენტარის შევსებაზე ზრუნვა და მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
** დიასახლისის სამუშაო პროცესის მონიტორინგი;
** თანამშრომლებისთვის სხვა ორგანიზაციული მხარდაჭერის გაწევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** საოფისე ტექნიკური მოწყობილობების მოხმარების ცოდნა.
ეთიკის ნორმები:
** კონფიდენციალურის დაცვა;
** სუბორდინაციის დაცვა;
** კორპორაციული ჩაცმულობის/დრეს კოდის დაცვა;
** კორპორაციული წესების დაცვა.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სკურპულიოზურობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** თავაზიანობა.
ოფისის მისამართი: თბილისი, ჭაბუა ამირეჯიბის N2
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათი
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@bsp.com.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ოფის მენეჯერი