მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ექთანი-ფლებოტომისტის თანამდებობაზე ლაბორატორიის განყოფილებაში.
ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.
სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო სპეციალიზებული განათლება, პროფესია - ექთანი/მედდა;
** ექთან-ფლებოტომისტად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
ძირითადი ფუნქციები:
** სისხლის ან PCR ტესტის აღება;
** ლაბორატორიული კვლევისთვის მასალის მომზადება და უსაფრთხოდ ტრანსპორტირება;
** სამუშაო პროტოკოლების დაცვა;
** გაიდლაინების მიხედვით მუშაობა.
პიროვნული თვისებები:
** პუნქტუალურობა;
** თავაზიანობა, გულისხმიერება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 23.10.2024-მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.