jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: უფროსი კონსულტანტი
მომწოდებელი: Auto Lab
გამოქვეყნდა: 27 სექტემბერი / განცხადების ვადა: 27 ოქტომბერი

კომპანია Auto Lab 7 წელია რაც საავტომობილო სერვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებებით ოპერირებს ბაზარზე. Auto Lab ძირითადი საქმიანობა მოიცავს შემდეგს: ავტო-ტექ მომსახურება, მაღალხარისხიანი ავტონაწილების და ორიგინალი ამერიკული საცხებ-საპოხი მასალების რეალიზება, ავტომობილების შეძენა-ჩამოყვანა. Auto Lab გამოირჩევა კლიენტის ინტერესებზე მორგებული მომსახურების მაღალი ხარისხით. კომპანია სთავაზობს მრავალფეროვან და ინოვაციურ სერვისებს დაინტერესებულ ფიზიკურ, თუ კორპორატიულ პირებს.

კომპანია "Auto-Lab" სერვის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას უფროსი კონსულტანტის პოზიციაზე რუსთავში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა და სრული ციკლის მართვა;
** შოურუმში პროდუქციის სწორი მერჩენდაინზინგი და დეფიციტების შევსების უზრუნველყოფა;
** პროდუქციაზე ფასების დადების და ასევე ცვლილების შემთხვევაში დროული კორექტირების პროცესის მართვა;
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** პროდუქციის მოძიება კონკურენტულ ფასებში;
** პროდუქციის მოძიება და შეკვეთა მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში;
** შეკვეთებთან დაკავშირებული ვადების და დოკუმენტების სიზუსტის კონტროლი;
** პროდუქციის აღწერა თვის ჭრილში სექციის ტერიტორიაზე და ნაშთების კონტროლი;
** სასაქონლე ნაშთების ინვენტარიზაცია და მკვდარი ნაშთების გაცოცხლება;
** მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ ჩვევები:

** საშუალო, უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
** ავტო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** დისციპლინირებული მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შეფერხებების სწორად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული მუშაობა;
** დროის მართვის კარგი უნარი;
** გუნდური მუშაობა;

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა
** სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 სთ; (1 საათი შესვენება)
** ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი;

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy.autolab@gmail.com და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ რომ კომპანია Auto Lab-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანია Auto Lab-ის ბაზაში 1 წლის ვადით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |