სასტუმრო "ამპელო" აცხადებს ვაკანსიას სამზარეულოს დეპარტამენტში მზარეულის პოზიციაზე.
მდებარეობა: კარდანახი
სამუშაო გრაფიკი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სამზარეულოს ორგანიზაციული სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** კვების სფეროში მიღებული განათლება ჩაითვლება უპირატესობად.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სამზარეულოში მიმდინარე ყველა აქტივობის, მათ შორის საკვების მომზადებისა და მირთმევის პროცესის მართვაში მონაწილეობა;
** ქართული და ევროპული სამზარეულოს ცივი და ცხელი კერძების მომზადება;
** კერძების გაფორმება და მომზადება სერვირებისთვის;
** საკვები ან სასმელი პროდუქტების, ინვენტარის და დანადგარების უსაფრთხოდ და სწორად შენახვის წესების ცოდნა და დაცვა;
** სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა სამზარეულოში;
** საკვები პროდუქტების პირველადი დამუშავების (გაწმენდა, გარეცხვა, და დაფასოება) და მათი შენახვის წესების ზედმიწევნით ცოდნა და შესრულება;
** სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულების უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ. მისამართზე: Info@kardanakhi.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება მზარეული.
კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!